EU განიხილავს გლობალური სანქციების რეჟიმს ნავალნის სახელი დაერქვას

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი გამოდის წინადადებით, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის გლობალური სანქციების რეჟიმს „ნავალნის რეჟიმი” დაერქვას. მისი თქმით, ამ გზით ალექსეი ნავალნის სახელი აღნიშნული იქნება ყველა საქმეში, რომელსაც EU მსოფლიოს გარშემო ადამიანის უფლებათა დაცვისთვის განიხილავს.

„იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ მის ხსოვნას, მინისტრებს წარვუდგენთ წინადადებას, რომ ადამიანის უფლებებზე გლობალური სანქციების რეჟიმს სახელი გადავარქვათ და ნავალნის ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმი ვუწოდოთ”, – განაცხადა ბიორელმა.

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია. ის 16 თებერვალს ციხეში დაიღუპა.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“.

ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი არის მოკლული და ეს იყო „აშკარა მკვლელობა“.