ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
საქართველოში არიან ფინეთის (ჯუკა კოპრა), შვედეთის (ერიკ ოტოსონი), საფრანგეთის (ფრედერიკ პეტიტი), ლიეტუვის (ჟიგიმანტას პავილიონისი), ლატვიის (ინარა მურნიესი), ესტონეთის (მარკო მიკელსონი), პოლონეთისა (მიხალ კამინსკი) და გერმანიის (მიხაილ როთი) პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.
შეხვედრის შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
„ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.
„შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესდე“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტთან შეხვედრის პარალელურად და აღნიშნა, რომ „როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დემოკრატიის უარყოფას, ეს ევროკავშირისადმი ნდობას აზიანებს“.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებლად მიმაჩნია მიღებულ თხოვნაზე დათანხმება“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.