EU-ის ელჩები შეთანხმდნენ უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოზე

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების ჩარჩოზე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბელგიის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ბელგიის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ სამთავრობათშორისო კონფერენცია 25 ივნისს დაიწყება.

7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს. კიევმა ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გააკეთა და რამდენიმე თვის შემდეგ კანდიდატის სტატუსიც მიენიჭა.

ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულებას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ხელისუფლების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.