EU-ის საბჭომ მხარი დაუჭირა ახალ წესებს, რომლითაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამარტივდება

პუბლიკა

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ახალი წესებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივების შესახებ.

ევროკავშირი წერს, რომ აღნიშნული წესები საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და ენერგიულად მოახდინოს რეაგირება იმ ვითარებებზე, როცა უვიზო მიმოსვლა ბოროტად გამოიყენება ან მის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ახალი წესებით, გაჩნდება უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი საფუძვლები.

მხარდაჭერილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირს შეეძლება ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის სტატუსის გაუქმება, თუ ეს ქვეყანა არ შეესაბამება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას.

გარდა ამისა, ევროკავშირის თანახმად, როცა ქვეყანა მიმართავს მოქალაქე ინვესტორის სქემას, ანუ როცა ქვეყანა მოქალაქეობას ანიჭებს ადამიანს, რომელსაც არ აქვს რეალური კავშირი ამ ქვეყანასთან, ევროკავშირს შეუძლია, მას უვიზო მიმოსვლა შეუწყვიტოს.

იგივე პრინციპი მოქმედებს, როცა ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობა უარესდება, მაგალითად, ამ ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები.

ახალი რეგულაცია აადვილებს შეჩერების მექანიზმის გამოყენებას გააადვილებს. მაგალითად, ნაცვლად 50%-ისა, 30% იქნება იმ შემთხვევების რიცხვი, როცა ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებს უარი ეთქვათ ევროკავშირის ქვეყანაში შესვლაზე, ასევე, თუ იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არღვევენ EU-ში ყოფნის ვადებს, ითხოვენ თავშესაფარს და სჩადიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებს.

თავდაპირველი სავიზო შეზღუდვა ამჟამად 9-თვიანია, რაც 12 თვემდე გაიზრდება. ეს შეიძლება შემდგომში კიდევ 24 თვით გაიზარდოს ამჟამინდელი 18 თვის ნაცვლად. დროებითი შეჩერების ეს უფრო ხანგრძლივი ფაზა ევროკავშირს საშუალებას მისცემს, ჩაერთოს შესაბამის მესამე ქვეყანასთან იმ გარემოებების გამოსასწორებლად, რამაც შეჩერება გამოიწვია (უვიზო რეჟიმის სამუდამოდ გაუქმებამდე).

ახალი მექანიზმი ასევე ითვალისწინებს ვიზების გათავისუფლების გაუქმების მიზანმიმართულ მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უვიზო რეჟიმის შეჩერება ქვეყნის ყველა მოქალაქეზე მოქმედებს საწყისი პერიოდის გახანგრძლივების შემთხვევაში, ახალი წესების თანახმად, დამატებითი 24-თვიანი შეჩერების ფაზა ავტომატურად არ იმოქმედებს მთელ მოსახლეობაზე. ამის ნაცვლად, ევროკავშირს შეუძლია, შეზღუდვები მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისკენ მიმართოს.

რეგულაცია ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს. ის პირდაპირ სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

ვიზის შეჩერების მექანიზმი, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს, უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენებისგან დაცვის ერთ-ერთ გარანტიას წარმოადგენს. ის ევროკავშირს საშუალებას აძლევს, გარკვეული პირობების შემთხვევაში დროებით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა. ის მხოლოდ ერთხელ (2024 წელს) იქნა გამოყენებული.