EU-ის საელჩო მოქალაქეებს: გამოგვიგზავნეთ კითხვები და გიპასუხებთ

პუბლიკა

რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის? — ევროკავშირის დელეგაცია მოქალაქეებს იწვევს, გაგზავნონ ნებისმიერი შეკითხვა ფეისბუქის მეშვეობით, რომელიც საქართველოში ევროკავშირის საქმიანობასა და ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მხარდაჭერას ეხება. პასუხებს მოქალაქეები თავად დელეგაციისგან მიიღებენ.

შეკითხვების გაგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 იანვარი.

„ახლა ისტორიული მომენტია. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ალბათ გაინტერესებთ რას ნიშნავს ეს თქვენთვის და საქართველოსთვის. ევროკავშირის წარმომადგენლობა აქ არის, თქვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად” – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვაში.

შეგიძლიათ, დასვათ ნებისმიერი შეკითხვა საქართველოში ევროკავშირის მუშაობისა და ასევე, იმის შესახებ, თუ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე.

კითხვების დასმა შეგიძლიათ Facebook მესენჯერის საშუალებით ან ევროკავშირის პოსტის კომენტარებში ჩაწერეთ.

ევროკავშირის წარმადგენლობა კითვებზე პასუხს იანვრის დასაწყისში წარმოადგენს.