EU-ის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები: ვუერთდებით მოთხოვნას მიუკერძოებელ გამოძიებაზე

პუბლიკა

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოში გამართული არჩევნების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი უერთდებიან გამოძიების შესახებ მოწოდებას და აკრიტიკებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამოავლინეს დარღვევები, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. ჩვენ ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ საერთაშორისო ნორმების ყოველგვარ დარღვევას. ვუერთდებით შეშფოთებასა და მოთხოვნას საჩივრების მიუკერძოებელი გამოძიებისა და დარღვევების გამოსწორების შესახებ. ამ რთულ დროს ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით.

მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით, მთავრობის რეაგირება მათზე იყოს მშვიდობიანი. საარჩევნო კეთილსინდისიერების დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომელიც ევროკავშირის კანდიდატთან არსებობს. ესენი არიან ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატი. კანონის უზენაესობისა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ერთგულება არის საქართველოს ევროკავშირის გზაზე განუყოფელი ნაწილი. ჩვენ ვაკრიტიკებთ პრემიერ-მინისტრ ორბანის ვიზიტს საქართველოში. ის არ საუბრობს EU-ს სახელით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან:

მარტინ დვორაკი

ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი

მარი ბიერი

დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი

ანა ლიურმანი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში

მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

იოაკიმ სტრანდი

ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი

ბენჟამინ ჰადადი

საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში

ჯენიფერ კაროლ მაკნეილი

ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირის საკითხებში

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

კასპარ ველდკამპი

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

ხავიერ ბეტელი

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი

ადამ შლაპკა

პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი

ინეს დომინგოსი

პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში

იესიკა როსენკრანცი

შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი