EU მკაცრად გმობს სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას - ბორელი

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას X-ზე ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა უკანონოა.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს სოფელ კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და კიდევ ერთი ადამიანის დაკავებას. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, უკანონოა,” – წერს ბორელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.