EU ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნების ჩატარებას გმობს

პუბლიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში წერს, რომ ევროკავშირი არალეგალურად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საარჩევნო უბნებს.

„ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივად ჩართვის მიზნით. განცხადებას საგარეო უწყება ავრცელებს.