EU-ს ელჩებთან ჰერჩინსკისა და ბოჭორიშვილის ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე - პრეზიდენტი

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა EU-ის ელჩის პაველ ჰერჩინსკისა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ხელის ჩამორთმევის გაპროტესტებით დაიწყო.

ამის შესახებ პრეზიდენტი X-ზე წერს და მისი და ელჩების შეხვედრის ფოტოებს აზიარებს.

„რაც არ არის ნათქვამი, არის ის, რომ მე [შეხვედრა] დავიწყე ძლიერი პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის აღმაშფოთებელი ხელის ჩამორთმევის გამო. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს”, – წერს ზურაბიშვილი.

„დღეს, ევროკავშირის ელჩმა მიიღო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი. მისი [ზურაბიშვილის] შრომა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დაცვაში გადამწყვეტია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს მომდევნო კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე ბრიუსელში”, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა X-ზე.