EU-ს რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფები ერთიანობას არ აჩვენებენ - ვიოლა ფონ კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც თბილისში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფები ერთობას არ აჩვენებენ.

„საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“. სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე  მომუშავე პარალელური ჯგუფები არც ერთიანობას და არც ძალაუფლებას არ აჩვენებენ.

ევროკავშირის კანდიდატობა არა ერთი პარტიის, არამედ პოლიტიკური კლასის ერთობით მიიღწევა“, – წერს ევროპარლამენტარი.


ევროპარლამენტარების დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ მთავრობის და პარლამენტის დელეგაციებს, ოპოზიციასა და არასამთავრობოებს. ასევე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი.