EU-ს წევრობის განაცხადის ფონზე ეს მოვლენები ვერ იქნება იგნორირებული - ლექსმანი გვარამიაზე

პუბლიკა

სლოვაკი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, მირიამ ლექსმანი ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არის თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე.

„ნიკა გვარამიასთვის 3.5 წლით პატიმრობის მისჯა არის სერიოზული შეტევა მედიის თავისუფლებაზე და ეს არის საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვის უწყვეტი მცდელობების ნაწილი. ეს მოვლენები ვერ იქნება უგულებელყოფილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის ფონზე“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) May 16, 2022


16 მაისს მოსამართლემ ნიკა გვარამიას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორობის პერიოდში უფლებამოსილების გადამეტების გამო (სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი), 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.