EU-ში გაწევრებაც გვინდა და ბიძინა ივანიშვილის დაცვაც - ყაველაშვილი

პუბლიკა

მმართველი პარტიის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშილი ამბობს, რომ მათ ევროკავშირში გაწევრებაც უნდათ და თან ამავე დროს საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის დაცვაც.

„ვეროკავშირში გვინდა გაწევრიანება და ამავდროულად გვინდა, რომ დავიცვათ ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, ამდენი სიკეთის მატარებელი… რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი, “- უთხრა მიხეილ ყაველაშვილმა „TV პირველს“.

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე გაიმეორა პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის სიტყვები და თქვა, რომ გუშნდელი ფართომასშტაბიანი აქცია ორგანიზებული იყო იმ მოძრაობის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ოპოზოციის“ ფრთაა.


გუშინ, 20 ივნისს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა – „შინ, ევროპისკენ”.

აქციის ორგანიზატორებმა მომდევნო აქცია 24 ივნისს დააანონსეს, სადაც მათი თქმით, საზოგადოების წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა. ახალი მოძრაობა, რომელსაც „სირცხვილიას“ თქმით, სათავეში ჩაუდგება ხალხი, წამოაყენებს მოთხოვნებს. მოთხოვნების შეუსრულებლობა კი სახალხო დაუმორჩილებლობას განაპირობებს.