EURO 2024-ისთვის Georgian Airways-ის ავიაბილეთების ფასი 295 ევროდან იწყება

პუბლიკა

Georgian Airways-მა დღეს, 13:00 საათიდან „ევრო 2024-ისთვის“ დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო – ბილეთის ფასი 295 ევროდან იწყება. როგორც „პუბლიკას” ავიაკომპანიაში უთხრეს, ეს ერთი გზის ფასია.

პირდაპირი ფრენა შესრულდება შემდეგი განრიგით:

  • თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
  • თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
  • თბილისიდან დუსელდორფში – 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

ავიაკომპანიის ცნობით, ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებგვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში – სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება.