ცნობილია ყველა, 24-ვე გუნდი, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ითამაშებს. 3 მათგანის ვინაობა გუშინ, 26 მარტს გაირკვა – საქართველო, უკრაინა და პოლონეთი.
UEFA წერს, რომ დაძაბული და დრამატული საღამო გამოვიდა.
საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა – 4:2;
პენალტებს სერიაში მოიპოვა გამარჯვება პოლონეთმა უელსის წინააღმდეგ – 4:5;
უკრაინამ კი ისლანდიას 2:1 მოუგო.
EURO 2024-ის ჯგუფური ეტაპის შემადგენლობა ასეთია:
A ჯგუფი: გერმანია, შოტლანდია, უნგრეთი, შვეიცარია;
B ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ალბანეთი;
C ჯგუფი: სლოვენია, დანია, სერბეთი, ინგლისი;
D ჯგუფი: პოლონეთი, ჰოლანდია, ავსტრია, საფრანგეთი;
E ჯგუფი: ბელგია, სლოვაკეთი, რუმინეთი, უკრაინა;
F ჯგუფი: თურქეთი, საქართველო, პორტუგალია, ჩეხეთი.