ივნისში, თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს ნაკრების თამაშები გაიმართება, სპეციალურ პირდაპირ ფრენებს Georgian Airways შეასრულებს.
ბილეთები პირველი აპრილიდან გაიყიდება. როგორც ავიაკომპანიის ვებგვერდზე, ისე მათ გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.
პირდაპირი ფრენები შესრულდება:
თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).