ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) შეშფოთებას გამოთქვამს თბილისში ძალადობის, ასევე დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო და აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმების გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ოდირი შეშფოთებულია როგორც თბილისში დღევანდელი ძალადობით, ასევე დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო. თითოეული მიზანმიმართული თავდასხმა აქტივისტებზე, ჟურნალისტებსა და მათ საკუთრებაზე სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული“, – ნათქვამია ოდირის განცხადებაში.
ODIHR is concerned by today’s violence in Tbilisi as well as the cancellation of the planned peaceful gathering. Each of these targeted attacks against activists, journalists, and their property must be swiftly and thoroughly investigated #FreedomOfAssembly #TbilisiPride2021
— OSCE/ODIHR (@osce_odihr) July 5, 2021