„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნაში ნათქვამია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ნახსენები არაა მისი არაკონსტიტუციურობა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„როგორც საზოგადოებითვის ცნობილია, ცოტა ხნის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივად შესთავაზეს „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რეფორმის მოდელი მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით. ეს მოდელი გაგზავნილი იქნა სახალხო დამცველის მიერ ეუთო/ ოდირ-ში , საიდანაც სულ ახლახანს მივიღეთ დასკვნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეუთო ამ დასკვბნაში საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რომ მას არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს არც საერთაშორისო პრაქტიკასთან, რომელიც ევროპაში თუ სადმე სხვაგან არსებობს.
ეუთო ამბობს. რომ ნებისმიერი მოდელი. რომელიც იქნება შეთავაზებული, უნდა იყოს შეთანხმებული მხარეებს შორის და მასზე უნდა არსებობდეს კონსესუსი ანუ ამბობს სწორედ იმას, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობს ოპოზიცია და რაზეც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ წამოვიდეს დიალოგზე.
რაც მთავარია არც ერთი სიტყვა არ არის ამ მოხსენებაში ნათქვამი, რომ ეს შემოთავაზებული რეფორმა არის არაკონსტიტუციური. უფრო მეტიც, ოდირი პირდაპირ ხაზს უსვამს, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელი, რომელიც გულისხმობს მრავლმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს, შეიძლება იქნას განხილული, როგორც მაჟორიტარული კომპონენტი საარჩევნო სისტემების, “- აბობს სერგი კაპანაძე.
მისი თქმით, ისინი მზად არიან გააგრძელონ მუშაობა ამ მოდელზე და ეუთოს რეკომენდაციები გაითვალისწინონ. კაპანაძე აღნიშნავს, რომ ეუთოს 6 რეკომენდაცია აქვს, რომელიც ძირითადად, ტექნიკური ხასიათისაა.