ეუთო/ოდირის სპიკერი: „ოთხიდან ერთ უბანზე ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ხმა ფარულად მიეცა“

პუბლიკა

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე ეუთო/ოდირის სპიკერი კატია ანდრუში აცხადებს, რომ „ოთხიდან დაახლოებით ერთ უბანზე ამომრჩევლებს არ ჰქონდათ ხმის ფარულად დაფიქსირების შესაძლებლობა“.

ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

„ფორმულა“ ეუთო/ოდირის სპიკერის პასუხზე დაყრდნობით წერს:

„დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ხმის ფარულობაა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ოთხიდან დაახლოებით ერთ უბანზე ყველა ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ხმა მიეცა ფარულად.

ეს ძირითადად განპირობებული იყო ამომრჩევლების მიერ მათი ბიულეტენების ჩასმით (მათ შორის, საიდუმლო ხმის მიცემის კონვერტის არასწორად გამოყენება), საარჩევნო უბნების გადატვირთულობით, იმითაც, რომ ადამიანები ძალიან ახლოს იდგნენ ხმის მიცემის ურნასთან ან სკანერთან, საარჩევნო უბნების ცუდი დაგეგმარებით და ბიულეტენებიდან ხილული მონიშვნებით“, – ნათქვამია პასუხში.