ეუთოს მინსკის ჯგუფი იშლება — წევრ ქვეყნებს შესაბამისი პროექტი უკვე გაეგზავნათ

პუბლიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრ ქვეყნებს გაეგზავნათ პროექტი მისი დაშლის შესახებ.

ეუთოს მინსკის ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა, რათა შუამავლობა გაეწია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. 1997 წლიდან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი, რუსეთი და აშშ.

ჯგუფი აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანის მიერ 8 აგვისტოს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში იშლება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ჯგუფის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ „საჭირო პროცედურებს ამ გადაწყვეტილების მისაღებად“.