ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს დაუწესებს - REUTERS

პუბლიკა

ბელარუსს ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანც პრესი“ იუწყება.

REUTERS-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანქციები იმ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ უნდა დაწესდეს, ვინც მშვიდობიანი დემონსტრატების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სანქციებს მხარს ევროპელი დიპლომატების უმეტესობა უჭერს.


ბელარუსში დემონსტრაციები ამ დრომდე გრძელდება. გარდაცვლილია აქციებში მონაწილე 2 დემონსტრანტი. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.

ბელარუსში მიმდინარე დემონსტრაციების მხარდამჭერი მშვიდობიანი აქციები მიმდინარეობს თბილისშიც.