ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, იმუშაონ პოლიტიკური კრიზისის გასანეიტრალებლად - მიშელი

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. ის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საჯარო განცხადებები გაკეთდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან პარტნიორობის მესიჯია.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ აქ, თქვენთან. ჩემი დღვანდელი შეხვედრა აქ, ასევე გუშინდელი მოლდოვაში და მომდევნო ვიზიტი უკრაინაში – ეს არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან, რეგიონის ქვეყნებისთვის. ევროკავშირს სურს, დარჩეს საქათველოს გვერდით, დავიცვათ თქვენი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა.

ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. მხარს ვუჭერთ იმ ამბიციებს, რომ განხორციელდეს რეფორმები. ასევე, COVID- 19-ის სიტუაცია, რომელიც გვიტევს აქაც და მთელ მსოფლიოში, დავასტაბილუროთ. გვინდა, რომ კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირისგან მეგობრობის მესიჯი.

ჩემი ვიზიტი დაემთხვა პოლიტიკურ კრიზისს. ეს, რა თქა უნდა, ძალიან აშფოთებსს ევროაკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. ჩვენი შეხვედრის დროს მოვუწოდებ პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ, დიალოგისკენ პოლიტიკურ მხარეებს, ოპოზოციასა და მთავრობას.

დღის მეორე ნახევარში მე ასევე საშუალება მექნება, შევხვდე და მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერ -მინისტრთან,  ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან.

ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად ლიდერშიპს, ყველა მხარის ჩართულობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქრთელოს აქვს შესაძლებლობა, ეს გამოწვევა მიიღოს და კონოსოლოდირება მოახდინოს ყველა დემოკრატიის ბაზების. შექმნას პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც ღია დემოკარტიით იქნება გამყარებული, დამუკიდებელი სასამართლო სისტემით. ეს ასახულია ასოცირების შემთანხმებაში, რომელიც ძალიან ამბიციურია და ასახავს ევროკავშირის მხარესაც და მოიცავს საქრათველოს ვალდებულებებსაც.

პანდემიის პერიოდში ევროპამ აჩვენა და კიდევ შეძლებს, დაანახოს ქვეყანას თავისი სოლიდარობა. ჩვენ მოვახერხეთ 400 მლნ ევროს მობილიზება, რომ მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა. ვაქცინაცია მთავარი გამოწვევაა ამ მომენტში. ევროაკშირი არის მთავარი დონატორი კოვაქს პლატფორმის, ამის წყალობით იმედი მაქვს, რომ მალე ქვეყანაშიც იქნება  ვაქცინების დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა.

ევროკავშირის დახმარება უფრო ფართოა, ვიდრე ეს მხოლოდ კოვიდს ეხება. 800 მილიონი ვეროს მობილიზება მოხდა ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის, რომელიც დიდი ნაწილია ევროაკშორის დახმარებისა.

ბოლოს, ჩვენ ვისაუბრეთ კონფლიქტის შესახებაც. კიდევ  ერთხელ ვაცხადებთ მხარდაჭრას ეროვნული ტერიტორიების მთლიანობასთან დაკავშირებით.  კიდევ ერთი შეხსება საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით  და აქ შეგიძლიათ, იმედი გქონდეთ ევროკაშირის ჩართულობის”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,  არჩილ თალაკვაძეს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.