ევროკავშირი პუტინისა და ლავროვის ანგარიშების გაყინვას გეგმავს

პუბლიკა

გამოცემა The Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირი გეგმავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ანგარიშების გაყინვას. ამის შესახებ, როგორც გამოცემა იუწყება, სამ წყაროზე დაყრდნობით წერენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს აპირებენ, დაამტკიცონ სანქციების პაკეტი, რომელიც რუსულ საფინანსო სექტორსა და ინდუსტრიას შეეხება, – ამბობენ წყაროები The Financial Times-თან.

თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, პუტინსა და ლავროვზე არ გავრცელდება ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვა. რადგან ევროკავშირში სურთ, რუსეთთან დიპლომატიის კარი სიმბოლურად მაინც დატოვონ ღია.

The Financial Times-ს ინფორმაციით, პუტინისა და ლავროვის ანგარიშების გაყინვის შესახებ ევროკავშირის ლიდერებმა ხუთშაბათ საღამოს იმსჯელეს და ქვეყნების უმეტესობამ სანქციას დაუჭირა მხარი.