ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატები შეთანხმდნენ, რუსეთს კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივონ დაწესებული სანქციების ვადა. სანქციები, რომლებიც ყოველ ექვს თვეში ერთხმად (27-ვე წევრის თანხმობით) უნდა განახლდეს, ძალაში რჩება 2025 წლის 15 სექტემბრამდე.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, გაახანგრძლივონ სანქციები 2400-ზე მეტი ფიზიკური პირისა და სუბიექტის წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის ომის გამო.
„ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, გადამწყვეტია“, – დაწერა მან X-ზე. მისივე თქმით, ეს მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას, ანგარიშების გაყინვას, დაფინანსების/რესურსების აკრძალვას.
არაერთმა საერთაშორისო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთი, რომელიც ინარჩუნებს მეგობრულ კავშირებს მოსკოვთან, დაიმუქრა გადაწყვეტილების დაბლოკვით, თუ გარკვეულ პირებს სიიდან არ ამოიღებდნენ. მედია წერს, რომ სიიდან 4 ადამიანი ამოიღეს, მათგან სამი უნგრეთის მოთხოვნით.
- ბიზნესმენები ვლადიმერ რაშევსკი და ვიაჩესლავ კანტორი;
- რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიარევი;
- ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი.