ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის

პუბლიკა

ევროკავშირი თანახმაა, შექმნას ნდობის ფონდი და საერთაშორისო პარტნიორებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად, – ამის შესახებ ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„რუსული სამხედრო აგრესიით უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას სახელმწიფოს გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და ომის შემდეგ დემოკრატიული უკრაინის აღდგენაში. ამ მიზნით, ევროკავშირი თანახმაა, შექმნას ნდობის ფონდი და იწვევს საერთაშორისო პარტნიორებს მონაწილეობის მისაღებად“.  – ნათქვამია განცხადებაში.