ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ 27 ქვეყნის ლიდერს შორის შეთანხმება შედგა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტზე. ამ გადაწყვეტილებას დიდი ხნის განმავლობაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბლოკავდა.
„შეთანხმება შედგა. ევროკავშირის 27-ვე ლიდერი უკრაინისთვის დამატებით 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტზე შეთანხმდა. ეს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს. ევროკავშირი საკუთარ თავზე იღებს ლიდერობასა და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვიცით, რაც დევს სასწორზე”, – წერს მიშელი.
We have a deal. #Unity
All 27 leaders agreed on an additional €50 billion support package for Ukraine within the EU budget.
This locks in steadfast, long-term, predictable funding for #Ukraine.
EU is taking leadership & responsibility in support for Ukraine; we know what is…
— Charles Michel (@CharlesMichel) February 1, 2024