„ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გაერთიანებაა და გარკვეული ეკონომიკური დონის მიღწევა მასში გაწევრიანებისთვის აუცილებელია.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრებისა და წევრობის მსურველი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის წყაროც მსოფლიო ბანკია.
„ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გაერთიანებაა და გარკვეული ეკონომიკური დონის მიღწევა მისი წევრობის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გაწევრიანებამდე ეკონომიკური სტაბილურობისა და სიმდიდრის უზრუნველყოფა.
დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირში გაწევრიანების მომენტში. ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული ეკონომიკური ზრდის შედეგად, საქართველომ უკვე გადალახა ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო „შესვლის დონე“. მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი, საქართველო 2028 წლისთვის ევროკავშირის ასპირანტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა“, – წერს პაპუაშვილი.
Georgia is one of the top economic performers among the EU membership aspiring countries.
The European Union is primarily an economic union, and achieving a certain economic level is a prerequisite for its membership. This is why, it is crucial for Georgia to ensure economic… pic.twitter.com/ZEReOeH8qe
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) October 20, 2023
„ევროკავშირი უმეტესწილად ეკონომიკური კავშირი არ არის“, – ასე გამოეხმაურა გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.
„ბატონო სპიკერო, ვეთანხმები საქართველოს ეკონომიკურ პროგრესს, მაგრამ ევროკავშირი არ არის, ძირითადად, ეკონომიკური კავშირი. ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლში წერია: „ევროკავშირი ეფუძნება ღირებულებებს… ადამიანის ღირსებას, დემოკრატიას, თანასწორობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს”, მესამე მუხლში კი ვკითხულობთ: „ევროკავშირის მიზანია მშვიდობისა და და თავისი ღირებულებების წახალისება, თავისი ხალხის კეთილდღეობა”, – დაწერა გერმანიის ელჩმა.