ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ შეხვედრა ცოტა ხნის წინ შედგა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო. მეტი დეტალი უცნობია.


1 აპრილს გავრცელდა ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოში დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების შესახებ.

7 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება აკრიტიკებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ ვერ შეძლეს კომპრომისზე წასვლა და შეთანხმების მიღწევა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებს ევროკავშირისგან შედეგები მოჰყვება. მათ შორის, ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეზღუდვას, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებს აღარ უნდა ჰქონდეთ ევროკავშირთან ძველებურად ურთიერთობის გაგრძელების იმედი.