ევროკავშირის ელჩმა 27-ვე წევრის სახელით იუსტიციის სამინისტროს დემარში გადასცა

პუბლიკა

„შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ჩვენ გადავეცით ოფიციალური დემარში იუსტიციის მინისტრს”. – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ევროკავშიროს ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხდა.

მისი თქმით, დემარში ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ივე სახელმწიფო ეთანხმება“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

*დემარში – ერთი სახელმწიფოს ხელისუფლების ან დიპლომატიური წარმომადგენლობის დემონსტრაციული დიპლომატიური ქმედება მეორე სახელმწიფოს ხელისუფლების მიმართ.