„ევროკავშირის კარი ნამდვილად ფართოდ არის ღია, ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, რომ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვან დერ ლაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა გაწერილი კონკრეტული დრო ამ პირობების შესრულებისთვის, ურსულა ვან დერ ლაიენმა უპასუხა, რომ ეს საქართველოზეა დამოკიდებული, რაც უფრო მალე შეძლებს ქვეყანა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, უფრო მალე მიაღწევს წარმატებას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
„ეს არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. ევროკავშირის კარი ნამდვილად ფართოდ არის ღია, ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, რომ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რომ წინ წაიწიოს და აჩვენოს, რომ სურს, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. ეს განსაზღვრავს ასევე დროსაც, თქვენზე არის დამოკიდებული. რაც უფრო მალე შეძლებთ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, მით უფრო მალე მიაღწევთ პროგრესს. საქართველოს ხელშია რომ დააჩქაროს პროცესი და წაიწიოს წინ ამ ღია კარებისგან“, – თქვა მან.
ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ურსულა ვან დერ ლაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანამ უნდა გაიაროს რეფორმების გზა.
ამავე ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ ევროკომისია უკრაინისთვის და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.