„საქართველო: საგანგაშო ცნობებია მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული“, – წერს ანიტა ჰიპერი.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ამ გადაწყვეტილებას მეშვიდე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები აპროტესტებენ. პარლამენტთან აქციებზე ჯამში 300-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის 6 სისხლის სამართლის წესით. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზს, წიწაკის სპრეის, სცემს აქციის მონაწილეებს.