ევროკავშირის ქვეყნების ელჩები პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „პუბლიკას“ განუცხადეს, დღეს შეხვედრები გაიმართება და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც. მათი თქმით, შეხვედრის თემა არჩევნებია.

შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება.