ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფა დაამტკიცა

პუბლიკა

ევროკავშირის საბჭომ დღეს ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას დამატებით 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება (MFA) გამოუყოს.

„ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს და ვეხმარებით უკრაინის სახელმწიფოს და მის ძირითად ინფრასტრუქტურას გააგრძელოს ფუნქციონირება, რუსეთის აგრესიული ომის მიუხედავად. ეკონომიკურ და ფინანსური საკითხთა საბჭოს შეხვედრების შემდეგ, დავაყენებ დარჩენილი 3 მილიარდი ევროს სწრაფად გამოყოფაზე, რისთვისაც ასევე უნდა შევთანხმდეთ ამ თანხის სესხებსა და გრანტებად დაყოფაზე“, – განაცხადა ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში განმარტებული, 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება უკრაინას გადაეცემა უაღერსად შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების სახით. ეს არის მეორე ეტაპი 9-მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარებისა, რომელიც ევროპულმა კომისიამ 18 მაისს გამოაცხადა, ევროპულმა საბჭომ კი 23-24 ივნისს დაამტკიცა.