ევროკავშირის 27-ივე ქვეყნის სახელით რუსეთთან ფრენის დაწყების გამო სამინისტროს დემარშს გადასცემენ

პუბლიკა

რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა ეკონომიკის სამინისტროს დემარშით მიმართავს, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით ხორციელდება და სამინისტროში შეხვედრა 17:00-ზე შედგება.

*დემარში – ერთი სახელმწიფოს ხელისუფლების ან დიპლომატიური წარმომადგენლობის დემონსტრაციული დიპლომატიური ქმედება მეორე სახელმწიფოს ხელისუფლების მიმართ.