ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ვაკეთებთ – უკრაინის პრემიერი

პუბლიკა

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აკეთებს.

„უკრაინელებმა ბევრჯერ დაამტკიცეს, რომ ისინი ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. მოვიდა დრო, რომ ეს ფურცელზეც ავსახოთ. უკრაინა სპეციალური პროცედურის ქვეშ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აკეთებს. მადლობელნი ვართ ჩვენი პარტნიორების, მათი მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებების გამო“, – წერს დენის შმიჰალი Twitter-ზე.