ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
„საბჭომ გადაწყვიტა, რომ ირანში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო დაწესებული შემზღუდავი ზომები 2027 წლის 13 აპრილამდე გაახანგრძლივოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სანქცირებულ პირებსა და ორგანიზაციებს აქტივები ეყინებათ, ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფინანსური რესურსების გადაცემა. სანქციები კრძალავს ირანში ისეთი აღჭურვილობის ექსპორტს, რომლის გამოყენებაც რეპრესიებისთვის არის შესაძლებელი. ფიზიკური პირებისთვის ასევე მოქმედებს სავიზო შეზღუდვა, რაც ნიშნავს, რომ მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან მისი გავლით გადაადგილება.
ირანში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით ამ დროისთვის სანქციები დაწესებული აქვს 263 ფიზიკურ და 53 იურიდიულ პირს.