ევროკავშირმა კიევში საელჩო დააბრუნა

პუბლიკა

ევროკავშირმა კიევში საელჩო დააბრუნა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საელჩო დროებით პოლონეთიდან მუშაობდა – ინფორმაცია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა უკრაინაში ვიზიტისას გაავრცელა.

BBC-ის ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიხედვით, უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაჩქარდება და იგი ახლო მომავალში გაიმართება.

ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში, მატი მაასიკასმა დიპლომატიური მისიის დაბრუნების ნიშნად Twitter-ზე ევროკავშირის დროშის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით „პირველ რიგში“.