ევროკავშირმა რუსეთის დუმის წევრებს, 27 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა

პუბლიკა

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების აღიარების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის დუმის წევრებს, 27 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა.

Reuters-ის ცნობით, სანქციები, რომლებიც, როგორც წესი, მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას გულისხმობს, რუსეთის დუმის ქვედა პალატის ყველა წევრზე გავრცელდება.

Euronews-ის განმარტებით, სანქცია დუმის ყველა იმ დეპუტატს (351) დაუწესდება, ვინც მხარი დაუჭირა დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარებას.