ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

პუბლიკა

22 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ 6 თვით გაახანგრძლივა დაწესებული სანქიცები. ევროკავშირის საბჭოს განცხადების თანახმად, სანქციები ძალაში 2025 წლის 31 იანვრამდე დარჩება.

„საბჭომ განაახლა ევროკავშირის შემაკავებელი ზომები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის უწყვეტი ქმედებების გათვალისწინებით, კიდევ 6 თვით, 2025 წლის 31 იანვრამდე.

ეს სანქციები, რომლებიც პირველად გამოიცა 2014 წელს, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.

ისინი ამჟამად შედგება სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრისგან, მათ შორის, ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის, მრეწველობის, ტრანსპორტის და ფუფუნების საქონელზე შეზღუდვების ჩათვლით. ისინი ასევე მოიცავს: რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადაცემის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის და ევროკავშირში კრემლის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული სამაუწყებლო საქმიანობისა და ლიცენზიების შეჩერებას. გარდა ამისა, კონკრეტული ღონისძიებები საშუალებას აძლევს ევროკავშირს, დაუპირისპირდეს სანქციების გვერდის ავლას.

სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები კვლავ არღვევს ძალის გამოყენების აკრძალვებს, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების სერიოზულ დარღვევას, მიზანშეწონილია, შევინარჩუნოთ ევროკავშირის მიერ დაწესებული ყველა ზომა და საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ იქნას დამატებითი ზომები“, – ვკითხულობთ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ევროკავშირმა სანქციების 14 პაკეტი დაამტიცა.