ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს მხარი დაუჭირა - Reuters

პუბლიკა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს მხარი დაუჭირა.  ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პაკეტის თანახმად, სანქციები რუსულ ნავთობს ნაწილობრივ შეეხება და რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank საერთაშორისო პლატფორმა SWIFT-იდან გაითიშება.

Reuters-ის თანახმად, სანქციების პაკეტს ეწინააღმდეგებოდა უნგრეთი და შეთანხმება საბოლოოდ შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც 26 ქვეყანა შეთანხმდა, რომ „შავი სიიდან“ ამოეღოთ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური და კრემლის ახლო მოკავშირე, პატრიარქი კირილი „ბუდაპეშტის დასამშვიდებლად“.

სანქციების პაკეტი ძალაში ხვალ, 3 ივნისს შევა.