ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო

პუბლიკა

ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, გადაწყვეტილების მიხედვით, 210 მილიარდ ევრომდე არსებული რუსული აქტივები დარჩება ევროკავშირის ტერიტორიაზე, „ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის.“

„ჩვენ განვაგრძობთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდას, ვიდრე ისინი სერიოზულად არ მოეკიდებიან მოლაპარაკებებს“, – წერს კალასი X-ზე.

მისივე თქმით, მომავალ კვირას ჩანიშნულია ევროპული საბჭოს სხდომა, რომელიც იქნება გადამწყვეტი უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველსაყოფად მომდევნო წლების განმავლობაში.