ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდსერტიფიკატი აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერტიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.
„ჩვენ გვაქვს კარგი სიახლე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრთა შეხვედრის წინ, რადგან საქართველო, მოლდოვა და სერბეთი შეუერთდა ევროკავშირის ციფრულ კოვიდსერტიფიკატის სისტემას. დღეს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევა 2021 წლის 16 ნოემბრიდან“, – განაცხადა ევროკომისარმა დიდიე რენდერსმა.