ევროკავშირმა უკრაინას დამატებით 50 მილიონი ევრო გამოუყო

პუბლიკა

ევროკავშირმა უკრაინელებს დამატებით 50 მილიონი ევრო გამოუყო ჰუმანიტარული დახმარების სახით. ფული რუსული აგრესიით დაზარალებულებს მოხმარდება.

50-მილიონიანი დახმარებიდან 45 მილიონი ევრო უკრაინულ ჰუმანიტარულ პროექტებს მოხმარდება, 5 მილიონი კი მოლდოვაში მყოფ უკრაინელებს.

ევროკავშირის განცხადებით, ამ ფულით ეცდებიან უკრაინელებისთვის პირველადი საჭიროების ნივთების, უსაფრთხო სასმელი წყლისა და ჰიგიენის, თავშესაფრებისა და სხვა საჭიროებების მიწოდებას.

„მილიონობით ადამიანს მოუწია იძულებით გადაადგილება ან კონფლიქტის ზონაში გამომწყვდევა, უკრაინას ძლიერი დახმარება სჭირდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო შეუბრალებელი შეტევებისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში“, – განაცხადა ევროკომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა.