ევროკავშირს სანქციების მოხსნის მოთხოვნით არ მივმართავთ - რუსეთის საგარეო

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ნიკოლაი კობრინეცის თქმით, ისინი არ აპირებენ ევროკავშირს სანქციების მოხსნის მოთხოვნით მიმართონ. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მას „ეკონომიკურ ომად“ მოიხსენიებდა.

„ჩვენ არ მოვითხოვთ სანქციების შემსუბუქებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი საზღვარი უსაფრთხოების კუთხით და ევროკავშირი სამყაროს ცენტრი არ არის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის დირექტორმა რუსულ მედიასთან.

რუსული მედია კი წერს, რომ მოსკოვში 100-მდე ინიციატივა აქვთ შემუშავებული სანქციებთან გასამკლავებლად.