„ჩვენ ევროკავშირს უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრებას ახალი სპეციალური პროცედურის მიხედვით ვთხოვთ“,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ვიდეომიმართვისას მან მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს უპრეცედენტო მხარდაჭერისა და რუსეთისთვის ცის დახურვისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას რუს სამხედროებს რუსულ ენაზეც მიმართა და მოუწოდა მათ, რომ დატოვონ ტექნიკა და წავიდენენ უკრაინის ტერიტორიიდან, რათა საკუთარი სიცოცხლე გადაირჩინონ.