ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკომისია ბელარუსთან ურთიერთობას გადახადეავს, საპრეზიდენტო არჩევნების არასამართლიან გარემოში ჩატარებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
„ბელარუსიის საპრეზიდენტო არჩევნები არ თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა, ადამიანის უფლებების და თავისუფლების შელახვა დაუშვებელია. ევროკომისია ბელარუსთან ურთიერთობის საკითხს გადახედავს და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი Twitter-ზე, რომელიც თავისი კომენტარით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოსეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა.
ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს, რაც შემდეგ მასთან თანამშრომლობაში აისახება.
I welcome @JosepBorrellF's statement on behalf of EU.
#BelarusPresidentialElection was neither free nor fair. State violence and crackdown on freedoms and rights is unacceptable.EU will conduct review of relations with Belarus and take measures against those responsible. https://t.co/kSLnrxkvLS
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 11, 2020
9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.
არჩევნების დღეს ბელარუსში დააკავეს ჟურნალისტები, მანამდე კი სვეტლანა ტეხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები. BBC-ის ინფორმაციით, არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა. ოფიციალური მონაცმებით, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე 3 000-მდე ადამიანია დაკავებული. სპეცრაზმელებსა და მოქალაქეების დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა.