ევროკომისია „ოცნებას“ უვიზოს შესაძლო შეჩერების ასარიდებლად უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს - იოზვიაკი

პუბლიკა

რადიო თავისუფლების ევროპის ოფისის უფროსი რიკარდ იოზვიაკი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე ევროკომისიის ანგარიშის შესახებ წერს და დოკუმენტიდან შესაძლო ნაწყვეტს აქვეყნებს.

ამის შესახებ იოზვიაკი X-ზე წერს.

„ევროპული კომისიის ანგარიში ვიზალიბერალიზაციაზე: „შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების თავიდან ასარიდებლად, საქართველომ დამატებითი მყისიერი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა კომისიის რეკომენდაციები დააკმაყოფილოს, კერძოდ, ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის სფეროში“, – იოზვიაკი.