ევროკომისიამ წარადგინა წინადადება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. წინადადებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბჭო მას დაამტკიცებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის – 90 დღემდე, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.
წინადადების თანახმად, გაუქმდება ისეთი შეღავათებიც როგორებიცაა, ხანმოკლე სააპლიკაციო დრო, მცირე სავიზო გადასახადები და მოთხოვნები შედარებით მცირე დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
მათი ცნობით, ამ გადაწყვეტილებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ხალხთა შორის ურთიერთობებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, გააგრძელებენ უვიზოდ სარგებლობას ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტების დროს.
ექსპერტების განმარტებით, დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შემთხვევაში, ოფიციალური პირები ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩვეულებრივი პასპორტებით შეძლებენ ვიზის გარეშე მოგზაურობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იარსებებს სახელობითი სია, რომლის სფუძველზეც კონკრეტულ პირებს დაუწესდებათ შეზღუდვები.