ევროკომისიას კანდიდატის სტატუსზე განახლება მაისში ექნება, ოქტომბერში კი - საბოლოო დასკვნა - იოზვიაკი

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკომისია მაისში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხზე შუალედურ მოსაზრებებს წარმოადგენს. საბოლოო დასკვნა კი 6 თვეში, ოქტომბერში გამოქვეყნდება. იოზვიაკის განცხადებით, ამ დროისთვის ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ იხრება.

მაისში ევროკომისია მიიღებს განახლებებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების სტატუსზე. გაფართოების შესახებ საბოლოო ანგარიში კი, სავარაუდოდ, ოქტომბერში იქნება. ასე რომ, დარჩენილია 6 თვე, მაგრამ ახლანდელი ვარაუდი ასეთია: რეკომენდაცია გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე უკრაინისა და მოლდოვისთვის და კანდიდატის სტატუსი საქართველოს“, – წერს იოზვიაკი.