ევროკომისიის პრეზიდენტმა ზელენსკის სანქციების მე-4 პაკეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა.

ურსულა ფონ დერ ლეიენი ტვიტერში წერს, რომ პუტინის ომი დღითიდღე უფრო ბრუტალური ხდება. მან ზელენსკის ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტის შესახებ შეატყობინა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. ევოკომისიის პრეზიდენტის ცნობით, EU უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ღირებულების მაკროფინანსული დახმარების პაკეტით და 500 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარებით უჭერს მხარს.

კომუნიკაციის შესახებ ტვიტერში დაწერა ზელენსკიმაც.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის აგრესიის ფონზე EU-ს მხრიდან სანქციების ზეწოლის გაზრდა მნიშვნელოვანია.