„ევროოპტიმისტები“ - დეკანოიძემ და გოცირიძემ პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი შექმნეს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა, ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი შექმნეს. ჯგუფს „ევროოპტიმისტები“ ჰქვია.

მათ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა მას შემდეგ მიეცათ, რაც პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შევიდა.

ახალი წესით, პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეუძლიათ იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ და ერთ ფრაქციაში იყვნენ გაერთიანებული.